ვადა: 2026-11-17 - 2026-12-17
ვაკანსიის დასახელება: რეკრუტინგის სპეციალისტი;სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.12.2026სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.კომპანიის შესახებ:ემბისი საფინანსო სექტორში წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მიკრობანკი გამოირჩევა მაღალი სანდოობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების მხრიდან. ემბისი წარმოადგენს პირველ მიკრობანკს საქართველოში. კომპანიაში დასაქმება გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ აღნიშნული ტრანსფორმაციის პროცესში და გახდეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე ემბისის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:ბანკში არსებული თანამშრომელთა შერჩევის ინსტრუქციის შესაბამისად, რეკრუტინგის პროცესის მართვა;ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია, ვაკანტურ პოზიციებზე არსებული საჭიროებების განსაზღვრისა და ეფექტიანი შერჩევის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით;ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა, მათ შორის ვაკანსიების განთავსება დასაქმების შესაბამის პლატფორმებზე და კანდიდატთა მონაცემების HR რეკრუტინგის პლატფორმაში დამუშავება/განახლება;კანდიდატების მოძიება, მათ შორის აქტიური ძიებისა (Headhunting) და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების პირველადი გადარჩევა წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების შესაბამისად;კანდიდატებთან სატელეფონო ან ონლაინ ფორმატში პირველადი გასაუბრების (სკრინინგის) ჩატარება;კანდიდატებთან გასაუბრებების ორგანიზება და შერჩევის პროცესის შესაბამისი ეტაპების ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა;კანდიდატებისთვის შერჩევის შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება ზეპირი და წერილობითი ფორმით;შერჩეული კანდიდატებისთვის სამუშაო შეთავაზების ოფიციალური დოკუმენტის მომზადება;შიდა რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;ბანკის, როგორც დამსაქმებლის, პოზიტიური იმიჯის წარმოჩენისა და დამსაქმებლის ბრენდის განვითარების მიზნით დასაქმების ფორუმებსა და შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშგებების მომზადება (ვაკანსიების სტატუსი, კანდიდატთა რაოდენობა, შერჩევის პროცესის მიმდინარეობა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლები).საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;ფინანსური ორგანიზაციების ბაზრის ცოდნა;რეკრუტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ცოდნა;რეკრუტინგის სრული ციკლის ცოდნა და დაქირავების პროცესის მართვა;ინტერვიუს ჩატარების მეთოდების ცოდნა;Linkedin-ის მომხმარებლის დონეზე ფლობა;მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით, სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში;ორგანიზატორული თვისებები;კომუნიკაბელურობა;წერილობითი და ზეპირი ფორმით საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი;პრეზენტაბელურობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კოლეგიალურობა, გუნდურობა;სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;დროის მართვის უნარი.