ჩვენ შესახებ

მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. კომპანია ორიენტირებულია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე.  

ემბისი საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და 300-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

კომპანიის მისიაა საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. 

ემბისი ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც მოსახერხებელი ბანკი - გრძელვადიანი გეგმებით საკუთარ მომხმარებელზე. 

აღსანიშნავია, რომ ემბისი იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე, რომელმაც 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ამასთანავე, არის პირველი მიკრობანკი, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია.

ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ კომპანიებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.