საბანკო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერი
13-11-2026 - 13-12-2026

ვაკანსიის დასახელება: საბანკო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.12.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი;
  • არსებული საბანკო პროდუქტების და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ახალი საბანკო პროდუქტების შექმნის, არსებული პროდუქტებისა და პროცესების განვითარების, განახლებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება და მართვა;
  • ახალი პროდუქტებისა დანერგვის ან არსებული პროდუქტების და პროცესების ცვლილების მიზნით ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
  • ინიციატივების განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფების ფორმირება, მონაწილე სტრუქტურულ ერთეულებსა და გარე პარტნიორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტების განხორციელების გეგმების შემუშავება, ძირითადი ეტაპების, საჭირო რესურსების და ვადების განსაზღვრა, შესრულების პროგრესის მონიტორინგი და კონტროლი;
  • პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი ცვლილებების მართვა;
  • საბანკო პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავების, განახლების და შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;
  • ახალი პროდუქტების, პროცესებისა და შესაბამისი ცვლილებების ტესტირების, დანერგვისა და პრაქტიკაში ამოქმედების კოორდინაცია;
  • დანერგილი პროდუქტებისა და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • მიმდინარე პროექტების, განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება და მიკრობანკის მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენჯმენტის მიმართულებით;
  • საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან პროდუქტების განვითარების ან პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • პროექტების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების შესაბამის პროგრამულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრატეგიული ხედვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • მოლაპარაკებების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი;

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!