ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.07.2026.
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
- საკრედიტო და არასაკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
- მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.