მომსახურების ცენტრის მმართველი - თბილისი
ვადა: 2026-07-20 - 2026-08-20
ვაკანსიის დასახელება: მომსახურების ცენტრის მმართველი;სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;მდებარეობა: ქ. თბილისი;განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.08.2026სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის მმართველის პოზიციაზე ქ. თბილისში.ძირითადი მოვალეობები:მომსახურების ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, თანამშრომელთა მიერ გაწეული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;მომსახურების ცენტრის გარიგებების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;მომსახურების ცენტრის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;ხელშეკრულებების (მათ შორის და არა მხოლოდ სესხების, საბარათე, სმს სერვისის, დეპოზიტების/ანაბრების, ვალუტის გაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებულ შეთანხმებების/ხელშეკრულებების) შემოწმება და ხელმოწერა;სალაროს ლიმიტების კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში, მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მოძრაობის მონიტორინგი, ინკასაციის კონტროლი და მართვა;პლასტიკური ბარათების მარაგების სისტემატური მონიტორინგი;გაცემული სესხების მონიტორინგის პროცესის მართვა და კონტროლი;მომსახურების ცენტრის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა დირექტორატთან შეთანხმებით, მისი შესრულების კონტროლი და დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მიტიგაციის ზომების განსაზღვრა;კლიენტთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი, მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატური ანალიზი;მომსახურების ცენტრის საკადრო საკითხების ორგანიზება, თანამშრომელთა შერჩევა-გადამზადებაში მონაწილეობის მიღება;დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ, ბანკის შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;გუნდის მართვის გამოცდილება;საფინანსო სფეროში, ფილიალებში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;პროგრამა ALTA (LMS, B6)-ის ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.პიროვნული თვისებები და უნარები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;თვითგანვითარებაზე ზრუნვა;ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.