ვაკანსიის დასახელება: მომსახურების ცენტრის მმართველი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.08.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის მმართველის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, თანამშრომელთა მიერ გაწეული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
- მომსახურების ცენტრის გარიგებების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;
- მომსახურების ცენტრის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების (მათ შორის და არა მხოლოდ სესხების, საბარათე, სმს სერვისის, დეპოზიტების/ანაბრების, ვალუტის გაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებულ შეთანხმებების/ხელშეკრულებების) შემოწმება და ხელმოწერა;
- სალაროს ლიმიტების კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში, მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
- ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მოძრაობის მონიტორინგი, ინკასაციის კონტროლი და მართვა;
- პლასტიკური ბარათების მარაგების სისტემატური მონიტორინგი;
- გაცემული სესხების მონიტორინგის პროცესის მართვა და კონტროლი;
- მომსახურების ცენტრის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა დირექტორატთან შეთანხმებით, მისი შესრულების კონტროლი და დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მიტიგაციის ზომების განსაზღვრა;
- კლიენტთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი, მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატური ანალიზი;
- მომსახურების ცენტრის საკადრო საკითხების ორგანიზება, თანამშრომელთა შერჩევა-გადამზადებაში მონაწილეობის მიღება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ, ბანკის შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- საფინანსო სფეროში, ფილიალებში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროგრამა ALTA (LMS, B6)-ის ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.