ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი (ავტო სესხების მიმართულებით);
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ქეთევან დედოფლის გამზ. #68;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 01.07.2026
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტის (ავტო სესხების მიმართულებით) პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების განაცხადების ანალიზი, რისკების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;
- სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის ანალიზი, მათი საბაზრო ღირებულების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ლიკვიდურობის შეფასება;
- სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების სქორინგის სისტემის შემუშავებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობის კონტროლი შიდა პოლიტიკასთან, რისკის პარამეტრებთან და მოქმედ მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
- არსებული პორტფელის მონიტორინგი, პრობლემური ტენდენციების იდედნტიფიცირება და რისკების გუნდის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია, სატრანსპორტო საშუალებების დაკრედიტების ან რისკების მიმართულებით;
- საოფისე და საბანკო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MS Excel-ის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;