არასაკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების უმცროსი სპეციალისტი
28-04-2026 - 29-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: არასაკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების უმცროსი სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.05.2026

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.


კომპანიის შესახებ:


სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიკრობანკის არასაკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესში ჩართულობა;
  • ახალი პროდუქტების იდეების დამუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა;
  • ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • პროცესების და პროდუქტების დოკუმენტაციის მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება საბანკო ან საფინანსო სექტორში;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების კარგი ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; ALTA (B6)-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონე);
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!