ვაკანსიის დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი - გორი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქ. გორი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28.06.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. გორში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი;
- მსესხებელთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების, გრაფიკში ჩაჯდომის და გადახდის გადანაწილების (რესტუქტურიზაცია) მიზნით;
- სისტემატური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე;
- სესხების ამოღების მიზნით, ვიზიტები მსესხებელის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე;
- ჯარიმების კორექტირების თაობაზე განცხადების განხილვა და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- საფინანსო სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- პრობლემურ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.