უმცროსი კორპორატიული იურისტი - თბილისი
06-08-2026 - 06-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: უმცროსი კორპორატიული იურისტი - თბილისი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 06.09.2026

 

სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში  უმცროსი კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიული განყოფილების  უფროსისა და უფროსი კორპორატიული იურისტისთვის დახმარების გაწევა ან/და მათი დავალებითა და კონტროლის ქვეშ შემდეგი საქმეების შესრულება;
  • ბანკის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ბანკის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობაში ცვლილებების/ახალი კანონმდებლობის მარეგულირებლის მიერ გამოცემული აქტების დანერგვა ბანკის საქმიანობაში;
  • ახალი საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, ბანკის შიდასამართლებრივ აქტებში, კონტრაქტებში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
  • ბანკის შიდასამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, დებულებები, პოლიტიკები, გენერალური დირექტორის ბრძანებები, დირექტორატის დადგენილებები, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კრების ოქმები და სხვა) პროექტების მომზადება ან/და სხვა ერთეულების მიერ მომზადებული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • ბანკის შიდასამართლებრივი აქტების (მათში ცვლილებების) ფორმირება, ხელმოწერების უზრუნველყოფა, შიდასამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი შენახვა/დაარქივება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
  • ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის, მათ შორის, სხვა პირებთან დასადები ხელშეკრულებებისა და შიდა სამსახურებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი, რევიზია;
  • ბანკის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების (სესხის, იპოთეკის, გირავნობის და სხვა) პროექტების შემუშავება;
  • ბანკის სახელით გასაცემი ცნობების და თანხმობების შაბლონური ტექსტების შემუშავება და რევიზია;
  • ბანკის შიდასამართლებრივი აქტების რეესტრის წარმოება და რევიზია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • ფინანსურ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე, თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • ორგანიზებულობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
  • მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება, დაფიქსირებული პრობლემების იდენტიფიკაცია და გადამოწმების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!