ოპერატორი - გორი
05-06-2026 - 05-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: ოპერატორი - გორი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქ.გორი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.05.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქ. გორში.


კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • საკრედიტო და არასაკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office)  ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატალი (4%) სრულიად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<