შესაბამისობის სპეციალისტი
27-10-2026 - 27-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: შესაბამისობის სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27.11.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას  შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრობანკის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის, მარეგულირებელი მოთხოვნების, შიდა პოლიტიკებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • მიკრობანკის ოპერაციებთან, პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების, პოლიტიკების, დებულებების, ინსტრუქციებისა და ხელშეკრულებების სისტემური და პერიოდული შესაბამისობის უზრუნველყოფა:
  • შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი;
  • გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
  • მოქმედი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მართვის და ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის წესების და პროცედურების შედარება კანონის მოთხოვნებთან, შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა იურიდიული განყოფილების უფროსისთვის;
  • მარეგულირებელ კანონმდელობაში მომხდარი ცვლილებების კონტროლი, აღნიშნულის თაობაზე მიკრობანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ინფორმირება და საფინანსო პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პროცესების, პოლიტიკების, დებულებების, ინსტრუქციების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მართვის და ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის წესების და პროცედურების ცვლილებების უზრუნველყოფა;
  • მიკრობანკის შიდასამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გავლენის შეფასება სამართლებრივ რისკებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და მათ ასაცილებლად სათანადო ზომების დაგეგმვა;
  • კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიმართულებით, თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა, მათი შესაბამისობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება;
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საფინანსო სექტორისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • აუცილებელია - ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!