უმცროსი ტრენერი
23-10-2026 - 23-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: უმცროსი ტრენერი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.11.2026

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტრენერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.


კომპანიის შესახებ:


სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიკრობანკის შიდა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება (offline/online ფორმატში);
  • ტრენინგისთვის საჭირო სასწავლო მასალების (პრეზენტაციები, სახელმძღვანელოები, სილაბუსები) მომზადება და პერიოდული განახლება;
  • სწავლების მიმართულებით, მიკრობანკის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობა;
  • ტრენინგის მონაწილეების ცოდნის და სწავლის შედეგების შეფასება;
  • ბიზნეს მიმართულებებთან თანამშრომლობა სასწავლო საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის და მიკრობანკის მენეჯმენტის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით ჯამში);
  • საბანკო პროდუქტების და პროცესების კარგი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Power point) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • პროგრამა ALTA (LMS, B6)-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით ჯამში);
  • სწავლების, ტრენინგების ჩატარების ან საჯარო გამოსვლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პრეზენტაბელურობა;
  • ენერგიულობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
  • მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი ფორმით აზრების მკაფიო და ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარი;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!