ვაკანსიის დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.10.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ემბისის მარკეტინგულ აქტივობებში, პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, არსებული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- სტამბებთან, სარეკლამო კომპანიებისთან და სხვა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობაში ჩართვა (ფასის მოკვლევა, შეკვეთის გაკეთება, შეკვეთის ჩაბარება, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი);
- ფასთა მოკვლევის, ხარჯთაღრიცხვისა და დაზიანებული მასალის შეკეთების არქივის წარმოება;
- ემბისის ოფისებისა და მომსახურების ცენტრების გარეგან იერსახეზე ზრუნვაში ჩართულობა, პროცესების პერიოდული მონიტორინგისა და სტრატეგიის შესაბამისად ვიზუალების დროული განახლების სახით;
- მარკეტიგნული მასალის დაზიანების აღრიცხვისა და შეკეთებისთვის საჭირო პროცესებში მონაწილეობა;
- ბრენდის იმიჯისა და იდენტურობის დაცვა, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
- კომპანიის ფოტო-ვიდეო მასალის არქივის წარმოება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალაიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნეს ადმინისტრირების (მენეჯმენტის) მიმართულებით;
- აუცილებელია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- აუცილებელია , წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, ინფორმაციის მოძიების უნარი;
- ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კეთილსინდისიერება, გუნდური მუშაობის უნარი.