ვაკანსიის დასახელება: IFRS ანგარიშგების ჯგუფის უფროსი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.10.2026.
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში IFRS ანგარიშგების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის ფინანსური ანგარიშგების ჯგუფში ახალი პროცესების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცედურების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
- NBG რეპორტების დროულად მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი ატვირთვა შესაბამის პორტალზე;
- ჯგუფში მომზადებული ანგარიშგებებისა და საფინანსო უწყისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საფინანსო დეპარტამენტის უფროსის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება;
- ანგარიშგების მუშაობის მონიტორინგი და შესაბამისი ქმედების გატარება, ანგარიშგების ოპტიმიზაციის და გაუმჯობესებისთვის;
- მონაცემთა დამუშავება და მონაწილეობა ორგანიზაციის პერიოდული ანგარიშგებების მომზადებაში;
- სხვადახვა ბიზნეს პროცესების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება საბანკო/საფინანსო/ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- IFRS სტანდარტების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- NBG რეპორტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების მიმართულებით;
- ანალიტიკური აზროვნება, მონაცმეთა დამუშავება - მანიპულაცია, ცხრილების, დიაგრამების, პრეზენტაციების შედგენის უნარი;
- სასურველია - MS SQL-თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;