ვაკანსიის დასახელება: სატელეფონო და დისტანციური მომსახურების სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.17.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო და დისტანციური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება, პროდუქტებსა და პროცედურებზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება;
- ჩატში, ელ. ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების/ლოიალურობის, ასევე მიკრობანკის პროდუქტებზე კვლევების წარმოება;
- მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
- საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მოტივირება;
- მომხმარებელთა პრეტენზიების სწორად დაფიქსირება და შესაბამის პირებთან გაგზავნა;
- სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის სწორად დაფიქსირება და დავალებების გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
- განვითრების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება;
- ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერისა და მეტყველების, კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.