ვაკანსიის დასახელება: საბანკო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.12.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი;
- არსებული საბანკო პროდუქტების და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- ახალი საბანკო პროდუქტების შექმნის, არსებული პროდუქტებისა და პროცესების განვითარების, განახლებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება და მართვა;
- ახალი პროდუქტებისა დანერგვის ან არსებული პროდუქტების და პროცესების ცვლილების მიზნით ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
- ინიციატივების განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფების ფორმირება, მონაწილე სტრუქტურულ ერთეულებსა და გარე პარტნიორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- პროექტების განხორციელების გეგმების შემუშავება, ძირითადი ეტაპების, საჭირო რესურსების და ვადების განსაზღვრა, შესრულების პროგრესის მონიტორინგი და კონტროლი;
- პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი ცვლილებების მართვა;
- საბანკო პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავების, განახლების და შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;
- ახალი პროდუქტების, პროცესებისა და შესაბამისი ცვლილებების ტესტირების, დანერგვისა და პრაქტიკაში ამოქმედების კოორდინაცია;
- დანერგილი პროდუქტებისა და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- მიმდინარე პროექტების, განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება და მიკრობანკის მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენჯმენტის მიმართულებით;
- საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან პროდუქტების განვითარების ან პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროექტების მართვის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
- პროექტების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების შესაბამის პროგრამულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრატეგიული ხედვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- მოლაპარაკებების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი;