ვაკანსიის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.11.2026.
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირება;
- ორგანიზაციაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
- ტესტირების სცენარებისა და ტესტ-ქეისების შემუშავება და შეთანხმება IT ბიზნეს ანალიტიკოსთან;
- ტესტირების გეგმის (Test plan) შემუშავებაში ჩართულობა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად;
- აღმოჩენილი ხარვეზების დეტალური დოკუმენტაცია და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია, IT, ფინანსები ან მომიჯნავე სფერო);
- ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- B6/LMS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- SDLC (Software Development Life Cycle) პრინციპების ცოდნა;
- ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა;
- JIRA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბანკო ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
- სწავლის და განვითარების სურვილი.