ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი
16-11-2026 - 16-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.12.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩარიცხვა/გადარიცხვის ტრანზაქციების დროულად და ხარისხიანად შესრულება Swift-ში, RTGS-სა და ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ყველა სხვა სისტემასა და პროგრამაში;
  • Alta Core სისტემაში ჩარიცხვა/გადარიცხვებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი, ოპერაციის სტატუსის მონიტორინგი და სტატუსის შესაბამისად რეაგირება;
  • საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების და ტრანზაქციებთან დაკავშირებული შემოსავლების/ხარჯების მუდმივი კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების საბანკო სისტემაში ასახვა;
  • სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაცია, ტრანზაქციების შესრულება, ოპერაციების სტატუსის მონიტორინგი და კონტროლი;
  • საკორესპონდენტო ბანკებისგან/პარტნიორებისგან მიღებული განახლებული ინფორმაციის ასახვა და პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირება;
  • რეზიდენტი მოკორესპონდენტო ბანკების ნოსტრო ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება - პირველადი დოკუმენტების მომზადება;
  • მომსახურების ცენტრის თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
  • საოპერაციო შეცდომების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
  • შიდა კონტროლის წესების დაცვა;
  • რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
  • აუცილებელია საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან საბუღალტრო მიმართულებით, ანგარიშსწორებაში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • უპირატესობად ითვლება საბანკო გადარიცხვებთან (RTGS/SWIFT), საკორესპონდენტო ანგარიშებთან ან საბარათე ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ALTA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • აუცილებელია ადგილობრივი (RTGS) და საერთაშორისო (SWIFT) საბანკო გადარიცხვების პრინციპებისა და ფორმატების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!