ვაკანსიის დასახელება: საბანკო პროდუქტებისა და პროცესების მეთოდოლოგიის სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.18.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტებისა და პროცესების მეთოდოლოგიის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
კომპანიის შესახებ:
ემბისი საფინანსო სექტორში წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მიკრობანკი გამოირჩევა მაღალი სანდოობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების მხრიდან.
ემბისი წარმოადგენს პირველ მიკრობანკს საქართველოში. კომპანიაში დასაქმება გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ აღნიშნული ტრანსფორმაციის პროცესში და გახდეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე ემბისის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე.
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია უზრუნველყოს მიკრობანკის პროდუქტების განვითარების ფარგლებში საბანკო პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებული პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი და არსებული საბანკო პროდუქტებისთვის პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შექმნა და დახვეწა;
- საბანკო პროდუქტის სრული საოპერაციო ციკლის აღწერა - შექმნიდან დანერგვამდე;
- თანამშრომლებისთვის პროდუქტების მოხმარების დეტალური ინსტრუქციების, გზამკვლევებისა და დანერგვისთვის საჭირო სხვა მეთოდოლოგიური მასალების შედგენა;
- შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა პროცესების სწორად გამართვისა და შეთანხმების მიზნით;
- არსებული მეთოდოლოგიური ბაზის პერიოდული რევიზია, ცვლილებების ასახვა და ვერსიების კონტროლი;
- შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის შედგენის ერთიანი სტრუქტურის, ფორმატისა და სტანდარტების ჩამოყალიბება და დანერგვა;
- ახალი პროდუქტების გაშვების ან პროცესების ცვლილებისას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციის გაწევა მეთოდოლოგიურ საკითხებზე.
- არსებულ დოკუმენტაციაში ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ოპტიმიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- პროდუქტების დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბანკის შიდა პოლიტიკებთან და რეგულაციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით;
- საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, საბანკო პროდუქტების, საოპერაციო პროცესების ან მეთოდოლოგიის მიმართულებით;
- პროცესების აღწერის, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავების ან დოკუმენტირების გამოცდილება;
- საბანკო საქმიანობის ძირითადი რეგულაციებისა და შიდა პროცედურების ცოდნა;
- ქართული ენაზე გამართულად წერის უნარი;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის სტრუქტურირებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი;