ვაკანსიის დასახელება: ინკასო-ყადაღის სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.10.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას ინკასო-ყადაღის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინკასოსა და ყადაღის პროცესების მართვა მიკრობანკის შიდა პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (აღსრულების ეროვნული ბიური, სასამართლო, საგადასახადო ორგანოები და სხვა) მიერ გამოგზავნილი წერილების, განჩინებებისა და მოთხოვნების მიღება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- საბანკო სისტემაში ინკასოსა და ყადაღის ოპერაციების განხორციელება - მოვალის ანგარიშებზე შეზღუდვების დადება და/ან ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრა დადგენილი წესების შესაბამისად;
- ინკასოსა და ყადაღის ბრძანებების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, მათი გაუქმება და/ან შეწყვეტა სასამართლოს ან აღსრულების აქტების საფუძველზე;
- კომუნიკაცია აღსრულების ბიუროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ინკასოსთან და ყადაღასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- შემოსული განაცხადების/მოთხოვნების ელექტრონულ არქივში შესაბამისად და სისტემურად განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი წესების შესაბამისად;
- ინკასოსა და ყადაღის პროცესებთან დაკავშირებით მენეჯმენტისთვის ანგარიშგების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის, ინკასოსა და ყადაღის პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, ფინანსური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია, პროგრამა ALTA (B6)-ში მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;