ვაკანსიის დასახელება: ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.11.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება;
- საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა;
- ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
- პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
- სამუშაო პროცესში აუცილებელი ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
- არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
- ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
- დაგეგმილი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
- რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება საბანკო/საფინანსო/ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება ბიუჯეტირების ან ფინანსური ანგარიშგებების მიმართულებით;
- სასურველია - MS SQL-თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დიდ მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- მონაცემთა დამუშავება - მანიპულაცია, ცხრილების, დიაგრამების, პრეზენტაციების შედგენის უნარი.