მეთოდოლოგიის სპეციალისტი
14-09-2026 - 14-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: მეთოდოლოგიის სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.10.2026

 

სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან ახალი ან მოქმედი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და სისტემატიზაცია;
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შიდა სამართლებრივი აქტების, მათ შორის, დებულებების, წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
  • დოკუმენტების აკადემიურად გამართული, მკაფიო, თანმიმდევრული და იურიდიულად სწორი ფორმით ჩამოყალიბება;
  • შიდა სამართლებრივი აქტების მიკრობანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, არსებული დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • დოკუმენტების შეთანხმების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დოკუმენტების კორექტირება და საბოლოო რედაქციის მომზადება;
  • დოკუმენტების ერთიანი სტრუქტურის, ტერმინოლოგიისა და სტილისტიკური სტანდარტების დაცვა;
  • შიდასამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებისათვის განმარტებითი, სასწავლო და საინფორმაციო მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • შიდა სამართლებრივი აქტების, პროცედურების, ინსტრუქციების ან სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • საბანკო რეგულაციების ცოდნა;

საჭირო უნარები: 

  • სამართლებრივი და ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დასაბუთებული პროფესიული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!