ხაზინის ჯგუფის უფროსი
14-07-2026 - 14-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: ხაზინის ჯგუფის უფროსი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.08.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
 
 
კომპანიის შესახებ:
 
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის სავალუტო პოზიციის დაცვა;
  • ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსების მონიტორინგი/შესრულებული ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების მონიტორინგი;
  • სავალუტო პოზიციის გახსნა/დახურვასთან დაკავშირებით, ლიმიტის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება;
  • ლიკვიდობის მართვა და ოპერაციების წარმოება;
  • სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა: საერთაშორისო სახელმწიფო და კორპორატიული ფასიანი ქაღალდები, საპროცენტო დერივატივები და ფულადი ბაზრის სხვა ინსტრუმენტები.
  • ფასიანი ქაღალდების პორტფელის მართვაში აქტიური მონაწილეობა, სტრატეგიის მომზადება და აღსრულება;
  • კონტრაგენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება;
  • პორტფელის პერფორმანსის დღიური ანალიზი და კომენტარების მომზადება ბანკის მენეჯმენტისთვის;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან საინკასაციო მომსახურების შესახებ დოკუმენტაციის გაფორმება და შენახვა;
  • გუნდის მრავალმხრივ ამოცანებზე მუშაობა და ფინანსური ანალიზების მომზადება;
  • ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშგების გაკეთება;
  • გუნდის სტრატეგიულ ინიციატივებზე მუშაობა და ჩართულობა;
  • ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სიახლეების, ტრენდების და ცვლილებების დღიური ანალიზი;
  • ეროვნული ბანკის ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბანკის ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
  • ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია Bloomberg-თან მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
     


პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!