გაყიდვების სპეციალისტი - თბილისი
21-09-2026 - 21-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.10.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში  გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო და არასაკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  •  კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!