დისტანციური მომსახურების სპეციალისტი
17-08-2026 - 17-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: დისტანციური მომსახურების სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.17.2026

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.


კომპანიის შესახებ:


სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრობანკის ჩატში, ინტერნეტბანკში, ელ-ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი, პროდუქტებსა და მომსახურებაზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება;
  • მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების/ლოიალურობის, ასევე მიკრობანკის პროდუქტებზე კვლევების წარმოება;
  • გუნდის წევრების დახმარება და კონსულტირება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
  • საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მოტივირება;
  • მომხმარებელთა პრეტენზიების სწორად დაფიქსირება და შესაბამის პირებთან გაგზავნა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და პრობლემური პროცესების იდენტიფიცირება;
  • განვითარების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილად, ხოლო რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დარწმუნებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!