სამართალწარმოების უმცროსი იურისტი
11-06-2026 - 11-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: სამართალწარმოები სუმცროსი იურისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11.07.2026

 

სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას  სამართალწარმოების უმცროსი იურისტის  პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის სახელით (მათ შორის, პრობლემური კლიენტების მიმართ) სასამართლოში სარჩელების აღძვრა და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
  • ბანკის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე ბანკის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, შეგებებული სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
  • ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების ამოღების მიზნით, წარმომადგენლობა ნოტარიუსებთან და ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის მიღება, დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღების მიზნით, შსს "მომსახურების სააგენტოში" გირავნობის მოწმობების მიღება, ზემოაღნიშნული და სხვა სააღსრულებლო დოკუმენტების საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ სააღსრულებლო წარმოების დაწყება და აღსრულება, წარმომადგენლობა აღსრულების პროცესში სააღსრულებლო ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან;
  • სამართლებრივი კუთხით ბანკის წარმომადგენლობა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოსთან , მათ შორის სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან", სსიპ "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან", საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და ნოტარიუსებთან;
  • ბანკის წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მათ შორის ქალაქ თბილისის მერიასთან და მის სამსახურებთან;
  • ბანკის სამართლებრივი უზრუნველყოფა მის სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დასაკუთრების ან/და ბანკის მფლობელობაში/საკუთრებაში გადმოცემული უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში;
  • ქოლ-ცენტრიდან გადმომისამართებულ მომხმარებლებთან მოლაპრაკების წარმოება და მათი საჭიროების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • აუცილებელია, საფინანსო სექტორში, იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული  და სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
  • საფინანსო სექტორისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<