სისტემური ადმინისტრატორი
17-07-2026 - 17-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი; 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.08.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.


კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სერვერების ადმინისტრირება და მონიტორინგი (Windows, Linux);
  • სარეზერვო ასლების შექმნა (Veeam);
  • ვირტუალური მანქანების შექმნა/რედაქტირება/მონიტორინგი(Vmware);
  • ახალი და არსებული სერვერების ტექნიკური და პროგრამული გამართვა(HPE;DELL);
  • DR სისტემების გამართვა-ადმინისტრირება;
  • Sandbox სისტემების გამართვა-ადმინისტრირება;
  • AD (Active Directory), Domain Controller, DNS, DHCP - ადმინისტრირება;
  • სერვერების ოპერაციული სისტემების განახლება;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების ინსტალაციის უზრუნველყოფა;
  • სერვერზე უფლებების კონტროლი;
  • ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება(MS Exchange);
  • მონიტორინგის სისტემების გამართვა-ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Web სერვერებთან (IIS)  და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Windows Server ცოდნა;
  • Active Directory, Domain Controller, DHCP, DNS, WSUS ცოდნა;
  • Veeam Backup & Replication;
  • MS Exchange-თან მუშაობის გამოცდილება;
  • NAS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • VMware-ის მუშაობის გამოცდილება;
  • Linux-თან მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!