პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი
06-10-2026 - 06-11-2026

ვაკანსიის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.11.2026.

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირება;
  • ორგანიზაციაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
  • ტესტირების სცენარებისა და ტესტ-ქეისების შემუშავება და შეთანხმება IT ბიზნეს ანალიტიკოსთან;
  • ტესტირების გეგმის (Test plan) შემუშავებაში ჩართულობა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად;
  • აღმოჩენილი ხარვეზების დეტალური დოკუმენტაცია და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, IT, ფინანსები ან მომიჯნავე სფერო);
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • B6/LMS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • SDLC (Software Development Life Cycle) პრინციპების ცოდნა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა;
  • JIRA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბანკო ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სწავლის და განვითარების სურვილი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!