ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტი
05-10-2026 - 05-11-2026

ვაკანსიის დასახელება: ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.11.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება;
  • საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
  • პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
  • სამუშაო პროცესში აუცილებელი ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
  • არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
  • ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
  • დაგეგმილი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო/საფინანსო/ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება ბიუჯეტირების ან ფინანსური ანგარიშგებების მიმართულებით;
  • სასურველია - MS SQL-თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დიდ მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა დამუშავება - მანიპულაცია, ცხრილების, დიაგრამების, პრეზენტაციების შედგენის უნარი.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!