საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი
30-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.11.2026

 

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსესხებთან დაკავშირებული საკრედიტო განაცხადების განხილვა და საკრედიტო რისკების შეფასება;
  • ავტომობილის ღირებულების, ტექნიკური მდგომარეობის და უზრუნველყოფის ხარისხის შეფასება;
  • საკრედიტო რისკების ლიმიტების დაცვის კონტროლი და დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ავტოსესხების გაცემასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • ავტოსესხების საკრედიტო პროცესის გაუმჯობესებაში და შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  •  საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საფინანსო სფეროში  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საკრედიტო მიმართულებით ზოგადი ცოდნა;
  • ავტოსესხების სპეციფიკის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!