ვაკანსიის დასახელება: მოლარე - თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.07.2026
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის დათვლა, შემოწმება და შენახვა;
- სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
- არასაკრედიტო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა, გეგმის შესრულება;
- არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკანსაციის განხორციელება;
- სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
- მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
- სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;
- რეგულარული რეპორტინგი სალაროს საქმიანობაზე;
- საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.