VIP კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
16-07-2026 - 16-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: VIP კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.08.2026

სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას VIP კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.


კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს   საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • VIP კლიენტების მოზიდვა, იდენტიფიცირება და პორტფელის განვითარება;
  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
  • VIP კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტის საოპერაციო და საკრედიტო მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ახალი პროდუქტების/მომსახურებების გაცნობა;
  • გაყიდვების და პორტფელის განვითარების გეგმების შესრულება;
  • კლიენტების მონაცემებისა და დოკუმენტაციის მართვა/განახლება;
  • პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარი:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია VIP/პრემიალური კლიენტების მომსახურების, გაყიდვების ან საკრედიტო მიმართულებით;
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ცოდნა;
  • გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!