ვაკანსიის დასახელება: სტაჟირება - IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17.08.2026
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
- ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
- კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების აღმოფხვრა;
- თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია, ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- სასურველია, აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური ექსპლუატაციის რეჟიმების ცოდნა;
- აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება;
- სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
- სწავლის და განვითარების სურვილი.