მეთოდოლოგიის სპეციალისტი
19-06-2026 - 19-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: მეთოდოლოგიის სპეციალისტი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19.07.2026.

 

სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრობანკის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის, ბიზნეს-პროცესების, პროდუქტების, სერვისებისა და ოპერაციული საჭიროებების შესწავლა, შესაბამის ერთეულებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება, პროცესის აღწერა, სისტემატიზაცია და დოკუმენტირება;
  • მიკრობანკის შიდა პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და პროექტების მომზადება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შიდასამართლებრივი აქტების პირველადი პროექტების შემუშავება თანამშრომლებისათვის გასაგები და პრაქტიკულად გამოყენებადი ფორმით;
  • მიკრობანკის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასამართლებრივი აქტების, ბიზნეს-პროცესებისა და ოპერაციული პრაქტიკის ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესების ანალიზი, არსებული დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • მიკრობანკის შიდა დოკუმენტაციის ერთიანი სტრუქტურის, ფორმატის, ტერმინოლოგიისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შემუშავება და დაცვაზე ზედამხედველობა;
  • შიდასამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებისათვის განმარტებითი, სასწავლო და საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • მიკრობანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია შიდა დოკუმენტაციის შემუშავებისა და განახლების პროცესში;
  • მიკრობანკში დანერგილი ან დაგეგმილი ახალი პროცესების, პროდუქტებისა და სისტემების დოკუმენტური ასახვის უზრუნველყოფა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საზოგადოებრივი მეცნიერებათა მიმართულებით;
  • აუცილებელია, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<