ვაკანსიის დასახელება: უმცროსი AML სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03.08.2026.
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში უმცროსი AML სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მიკრობანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის ინფორმაციის გაანალიზება და იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულობა;
- მონიტორინგის დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- საოპერაციო დღის განმავლობაში მიკრობანკის მასშტაბით შესრულებული გარიგებების (ოპერაციების) კონტროლი, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების წარდგენა, დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში;
- მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიკრობანკის თანამშრომლების კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციის და შესწავლის პროცესში მათ მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს ეორვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებულ საჭირო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- მონიტორინგის პროცესის უკეთესად წარმართვის მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში მონაწილეობა და ტესტირება;
- გარიგებების (ოპერაციების), მათი მონაწილე პირებისა და გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კანონით გათვალისწინებული ფორმითა და ვადით შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სავალდებულოა, უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სავალდებულოა, საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
- სასურველია, საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.