სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე - ზუგდიდი
01-07-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე - ზუგდიდი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.07.2026

 

სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ქ.ზუგდიდში სერვის ცენტრის მმართველის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს  საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის საქმიანობის მართვა , თანამშრომელთა მიერ გაწეული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
  • სერვის ცენტრის გარიგების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;
  • სერვის ცენტრის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების ( მათ შორის სესხების, საბარათე, SMS სერვისის, დეპოზიტების/ანაბრების, ვალუტის გაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებული შეთანხმების/ხელშეკრულების) შემოწმება და ხელმოწერა.
  • სალაროს ლიმიტების კონტროლი,  დარღვევის შემთხვევაში, მათი აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
  • ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მოძრაობის მონიტორინგი, ინკასაციის კონტროლი და მართვა;
  • პლასტიკური ბარათების მარაგების სისტემატური მონიტორინგი;
  • სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა დირექტორატთან შეთანხმებით, მისი შესრულების კონტროლი და დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მიტიგაციის ზომების განსაზღვრა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ, ბანკის შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საფინანსო სფეროში, ფილიალებში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა ALTA (B6; LMS)-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივირებული, შრომისმოყვარე , ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<