ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.09.2026.
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია უზრუნველყოს მიკრობანკში ახალი საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შექმნა და განვითარება, არსებული საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, ბიზნესის მოთხოვნებისა და საჭიროებების, მომხმარებელთა გამოცდილების, ბაზრის კვლევების შედეგებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის საკრედიტო პროდუქტების და პროცესების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელობა, მისი მუშაობის კოორდინაცია, დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის, მათი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, განაწილება, შესრულების კონტროლი;
- ბანკის საკრედიტო პროდუქტების განვითარების, განახლებისა და ოპტიმიზაციის ინიცირება და მართვა;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა და ანალიზი ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიზნით;
- არსებული საკრედიტო პროდუქტების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება;
- ახალი პროდუქტებისა და პროცესების ბიზნეს მოთხოვნების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- პროექტის გეგმის, შესაბამისი ეტაპების და რესურსების განსაზღვრა, ბიუჯეტისა და ვადების ეფექტიანი მართვა;
- ახალი პროდუქტებისა და პროცესების ტესტირების, დანერგვისა და შემდგომი მონიტორინგის კოორდინაცია;
- პროექტების რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, პრევენციის გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების მართვის პროცესის უზრუნველყოფა;
- საკრედიტო პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
- პროდუქტებისა და პროცესების ეფექტიანობის KPI-ების მონიტორინგი და ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება;
- მარეგულირებელი მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი და მათი ინტეგრირება პროდუქტებსა და პროცესებში;
- ინოვაციური გადაწყვეტილებების ინიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს ციფრული არხების განვითარებასა და საკრედიტო პროცესების ავტომატიზაციას;
- საქმიანობის ფარგლებში პროექტების პროცესის ორგანიზება, სამუშაო ჯგუფებთან ურთიერთობა და მიკრობანკის მენეჯმენტისთვის ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების ან საბანკო პროდუქტების განვითარების მიმართულებით;
- სასურველია, საკრედიტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა;
- Office -ის, განსაკუთრებით Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრატეგიული ხედვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- მოლაპარაკებების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი;